მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა რუს სამხედროებს ხერსონში დაცარიელებული სახლების გაძარცვაში ადანაშაულებს

უკრაინა რუს სამხედროებს ხერსონში დაცარიელებული სახლების გაძარცვაში ადანაშაულებს

უკრაინა რუს სამხედროებს ქალაქ ხერსონში დაცარიელებული სახლების გაძარცვაში ადანაშაულებს. მათი თქმით, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში არიან გამოწყობილი და  ეპატრონებიან უკრაინელების სახლებს.

კიევში მიაჩნიათ, რომ რუსები ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან, რასაც ორივე მხარისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გასული დღეების განმავლობაში რუსებმა ქალაქიდან მშვიდობიანი მოქალაქეების გაყვანა დაიწყეს. კიევის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ნაბიჯი იძულებით დეპორტაცია და ომის დანაშაულია. რუსების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ბორანი, რომლითაც ადამიანები მდინარე დნიპროს მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ.

ადგილობრივები, რომლებმაც რუსულ ოკუპაციას დააღწიეს თავი,  ამბობენ, რომ მოწყვეტილი იყვნენ გარე სამყაროს. ისინი იხსენებენ, როგორ უმალავდნენ ტელეფონებს რუს ჯარისკაცებს. რუსეთმა უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და კომუნიკაციებზე წვდომა შეზღუდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული 80 000 ჯარისკაცი ახლა საბრძოლო მოქმედებების ზონაშია და, როგორც თავად მოსკოვი უწოდებს,  სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობს.

უკრაინელი სამხედროები კი ხერსონს უახლოვდებიან. მთავარი მიზანი რუსეთის ლოგისტიკისა  და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებაა, რათა რუსებისთვის იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend