მთავარი კუბი რუსეთმა ხერსონში შექმნილი რთული მდგომარეობა აღიარა

რუსეთმა ხერსონში შექმნილი რთული მდგომარეობა აღიარა

უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურად დაახლოებით ერთი კვირის წინ დანიშნულმა გენერალმა, სერეგეი სუროვიკინმა განაცხადა, რომ ხერსონის მიმართულებით სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.  მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები კვლავაც ცდილობენ რუსეთის ჯარების დაცვის გარღვევა.

ეს არის რუსული მხარის პირველი აღიარება, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინული ჯარები რუსებს პრობლემებს უქმნიან.

სუროვიკინის აზრით, ნატო კიევისგან ითხოვს თავდასხმით ოპერაციებს ხერსონის მიმართულებით და ამ დროს ისინი არ ითვალისწინებენ მსხვერპლის რაოდენობას.

გუშინვე საღამოსვე  რუსეთის მიერ დანიშნულმა ხერსონის ოლქის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ განცხადა, რომ მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის რაიონებიდან მასობრივად გაიყვანენ მოსახლეობას.

ცნობისთვის, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ოლქის ცენტრი ხერსონიც, ამიტომაც მან დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ევაკუაცია არ შეეხება თავად ხერსონს. აღსანიშნავია, რომ სალდო მოსახლეობის გაყვანას ევაკუაციას არ უწოდებს.

გარდა ამისა, უკრაინას საინფორმაციო სააგენტო “როიტერსი”, 4 წყაროზე დაყრდნობით, რომელთაგან ორი ირანის ხელისუფლებების წარმომადგენელი და ორი დიპლომატია, წერს, რომ თეირანი მოსკოვს შეჰპირდა გადაეცა სარაკეტო სისტემები და ასევე კიდევ ერთი პარტია უპილოტო დრონების, რომელიც მანამდე უკვე გადასცა.

“როიტერის” ცნობით, შეთანხმებას, იარაღის მიწოდებაზე მოსკოვში, 6 ოქტომბერს ირანის ისლამური რევოლუციია გუშაგთა კორპუსის ეარმომადგენელის ვიზიტის დროს მიაღწიეს.

ამ დრომდე ამ ინფორმაციას ირანის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა, ხოლო უკრაინული და დასავლური წყაროებიც ამაზე მანამდე ხშირად წერდნენ.

ცნობისთვის, ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთი საჰაერო თავდასხმებს უკრაინაზე ირანული ე.წ. კამიკაძე დრონებით ახორციელებს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend