მთავარი მსოფლიო „ჰოგვორტსის სახლების შეჯიბრი“ - ვიქტორინა ჰარი პოტერის შესახებ

„ჰოგვორტსის სახლების შეჯიბრი“ – ვიქტორინა ჰარი პოტერის შესახებ

ჰარი პოტერის შესახებ გადაღებული პირველი ფილმის „ფილოსოფიური ქვის“ პრემიერის ოცი წლისთავის აღსანიშნავად ტელეეკრანებზე შეჯიბრება გაიმართება. შოუს მონაწილეებს ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ დასმულ რთულ კითხვებზე პასუხის გაცემა ევალებათ. ვიქტორინის წამყვანი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენია.

„ჰოგვარტსის სახლების ტურნირი“ – ასე ჰქვია ახალ ვიქტორინას, რომლის ნახვაც არხ „ქართუნ ნეთვორქის“ მაყურებლებს შეუძლიათ. შოუში ჰარი პოტერის თაყვანისმცემლებმა თავიანთი საყვარელი წიგნების სერიის შესახებ დასმულ კითხვებს უნდა უპასუხონ. გადაცემის პირველ ნაწილში ერთმანეთს „გრიფინდორისა“ და „ჰაპელპაფის“ სახლების წევრები უპირისპირდებიან. შოუს წამყვანი ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ჰელენ მირენია.

„ჩემდა სამწუხაროდ, ჰარი პოტერის ფილმების არცერთ სერიაში არ მიმიღია მონაწილეობა. თუმცა, ახლა მომეცა შესაძლებლობა, ამ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. სიმართლე გითხრათ, წიგნები ჰარი პოტერის შესახებ არ წამიკითხავს, თუმცა მახსოვს ის პერიოდი, როცა ეს წიგნი გამოჩნდა. საოცარი იყო, თუ როგორ გადადიოდა ეს წიგნი ხელიდან ხელში. ბავშვები შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ ერთმანეთს“,- ამბობს მსახიობი ჰელენ მირენი.

შოუს შემქმნელების თქმით, ისინი შეეცადნენ, ისეთი კითხვები მოიფიქრებინათ, რომელთა პასუხის გაცემა ჰარი პოტერის ყველაზე ერთგულ თაყვანისმცემლებსაც კი გაუჭირდებოდათ. შეჯიბრის პირველი სერია ტელეეკრანებზე 5 დეკემბერს გამოვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

ჰოგვორტსიჰოგვორტსი

Send this to a friend