მთავარიმსოფლიოურსულა ფონ დერ ლაიენი: სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც რუს სამხედროებს აფინანსებენ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: სანქციები დაუწესდებათ ბანკებს, რომლებიც რუს სამხედროებს აფინანსებენ

უკრაინის საკითხის ირგვლივ დაძაბულობა არ ნელდება.  უკრაინის მოკავშირეებმა მოსკოვის ქმედების საპასუხოდ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ ისაუბრეს. სანქციები რუსულ ბანკებს, პოლიტიკოსებსა და ოლიგარქებს შეეხებათ.

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი შემდგომ ნაბიჯებზე ფიქრობს, თუმცა აშშ-ც მზად არის, შესაბამისი პასუხი გასცეს. თუ რუსეთი გააგრძელებს აგრესიას, მას  კიდევ უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევს. ჯო ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები კვლავ დაეხმარება უკრაინას თავდაცვის საკითხებში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შორს წავა პუტინი, ის სხვა რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობასაც არ გამორიცხავს. მოსკოვში უკრაინის 2 სეპარასტული რეგიონის აღიარებით კმაყოფილები არიან.

ევროკავშირში სანქციების შესახებ საუბრობენ და აცხადებენ, რომ კრიზისი რუსეთმა გამოიწვია.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ სანქციები დაუწესდებათ იმ ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსულ სამხედროებს და უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. ევროკავშირი ასევე კრძალავს ამ 2 სეპარატისტულ რეგიონთან შორის ვაჭრობას.

რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების  შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა რეზერვისტების ნაწილი  გამოიძახა. თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს მოწოდება საყოველთაო მობილიზაციას არ გულისხმობს.

მისი თქმით, უკრაინელებს მშვიდობა სურთ, მაგრამ უკრაინის მომავლისთვის ახლა გაჩუმება დიდი შეცდომა იქნება.

ჯერჯერობით უცნობია მოსკოვის შემდგომი გეგმა, თუმცა გაერო ყველა მხარეს სიმშვიდისკენ, თავშეკავებისა და ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend