მთავარიაზიაჩინეთიდაცარიელებული მაკაო

დაცარიელებული მაკაო

ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში, მაკაოში, კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ხელისუფლებამ ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად კვლავ დააწესა შეზღუდვები

კაზინო სახელწოდებით „ლისბოა“ მაკაოში ყველაზე ძველი კაზინოა.. ახლა უცნობი პირები „ლისბოას“ფანჯრებზე ჟალუზებს კეტავენ და აბრას აკრავენ, წარწერით: „მუშაობა დროებით შეჩერებულია.“

მსგავს წარწერას მაკაოს ქუჩებში ყველგან შეხვდებით. დღეიდან ჩინეთის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში კაზინოები და სხვა ბიზნესები დახურეს. მოსახლეობას კი სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. მიზეზი კვლავ კოვიდ-19-ია. ადგილობრივებს სახლიდან გასვლა მხოლოდ საკვებისა ან სხვა აუცილებელი ნივთების შეძენის შემთხვევაში შეუძლიათ. ვინც წესებს დაარღვევს, დაისჯება.

„თუ საკვები გვჭირდება, გარეთ გამოვდივართ, სწრაფად ვყიდულობთ და ვბრუნდებით სახლში. შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, გარეთ გასვლას მოვერიდოთ“, – ამბობს ვონგი, მაკაოს მკვიდრი.

ორშაბათს, 11 ივლისს მაკაოში კოვიდ-19-ის 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მაკაოსა და ჰონგ-კონგში შეიმუშავეს ე.წ. „ნულოვანი კოვიდის“ სტრატეგია, რომელიც თითოეული ინფიცირებულის იზოლაციას ისახავს მიზნად. უახლოესი დღეების განმავლობაში მაკაოში ყველა ადამიანის ტესტირებაა დაგეგმილი.

აზარტული თამაშები მაკაოს ეკონომიკის საყრდენია; თუმცა პანდემიისა და  მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო ეკონომიკა განადგურებულია… მთავრობამ კაზინოები მინიმუმ ერთი კვირით დახურა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend