მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინელ და რუს სამხედროებს შორის მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო ორი სამხედრო თვითმფრინავის შეჯახების ფაქტზე, რასაც 3 მფრინავი ემსხვერპლა.

დაღუპულთაგან ერთ-ერთი ცნობილი მფრინავი ანდრეი პილშჩიკოვია, რომელიც მონაწილეობდა კიევის საჰაერო ბრძოლაში უკრაინაში რუსეთის შეჭრის ადრეულ ეტაპზე.

ბრძოლის ველზე კი უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ აგრძელებენ წინსვლას მას შემდეგ, რაც ზაპოროჟიის რეგიონში გაარღვიეს რუსების თავდაცვის პირველი ხაზი. რუსები კი აცხადებენ, რომ მათ იერიში მიიტანეს ერთ-ერთ ავიაბაზაზე კიევის რეგიონში.

ამავდროულად, უკრაინული მხარე ადასტურებს ინფორმაციას შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული მეორე გემის უსაფრთხო გადაადგილების შესახებ, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთმა დატოვა გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება. რუსეთი აცხადებს, რომ ასეთი გემები შესაძლოა სამხედრო სამიზნეები იყვნენ.

მოსკოვში კი პატივი მიაგეს კერძო სამხედო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელს ევგენი პრიგოჟინს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად მისი გარდაცვალება გასულ კვირას მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დადასტურდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ გენეტიკური ტესტით დადასტურდა, რომ დაღუპულთა შორის არის ევგენი პრიგოჟინი, თუმცა საგამოძიებო კომიტეტი არ აკონკრეტებს კატასტროფის მიზეზებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend