მთავარიევროპაუკრაინა„თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დრონები, რომ არ გადაეცა ომი მალე დასრულდებოდა“ - ზელენსკი

„თეირანს მოსკოვისთვის სამხედრო დრონები, რომ არ გადაეცა ომი მალე დასრულდებოდა“ – ზელენსკი

უკრაინის დედაქალაქსა და კიდევ 7 უკრაინულ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების საგანგებო გრაფიკი შემუშავდა, მიზეზი კი რუსული სამხედრო დრონებითა და სარაკეტო შეიარაღებით ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშებია.

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს, მოემზადონ უარესისთვის.

“მტრის მიზანია ჩვენი განადგურება, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად მომზადებულნი დავხვდებით გამოწვევებს. შესაძლებელია, სიბნელეში დავრჩეთ და სხვადასხვა მიმართულებით გამოსავალს ვეძებთ“, – თქვა ვიტალი კლიჩკომ.

უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის სარაკეტო და საარტილერიო შეიარაღებასთან ერთად, მოსკოვი თეირანის მიერ ნაწარმოებ სამხედრო დრონებსაც იყენებს. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა საჯაროდ პირველად აღიარა მოსკოვისათვის სამხედრო დრონების გადაცემა.

ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, სამხედრო დრონები თეირანმა მოსკოვის უკრაინაში ომის დაწყებამდე გადასცა.

“სარაკეტო შეიარაღების გადაცემის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რაც შეეხება სამხედრო დრონებს, ეს ინფორმაცია ნაწილობრივ სიმართლეა. ჩვენ მოსკოვს სამხედრო დრონები უკრაინაში ომის დაწყებამდე გადავეცით. ვისაუბრეთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან და შევთანხმდით, რომ კიევი მოგვაწვდის მტკიცებულებას რუსული არმიის მიერ ჩვენი წარმოების სამხედრო დრონების გამოყენების შესახებ“, – განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამიარაბდოლაჰიანმა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თეირანის მიერ მოსკოვისათვის სამხედრო დრონების მიწოდებამ მშვიდობის დამყარება გადაავადა.

“რუსულ ტერორიზმში თანამონაწილეობა დასაგმობია. ამ საკითხს საერთაშორისო საზოგადოებას გავაცნობთ და მსოფლიო გაიგებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა რუსეთის ფედერაციას ამ ომის წარმოებაში ეხმარება. თეირანს მოსკოვისათვის სამხედრო დრონები რომ არ გადაეცა, ომი მალე დასრულდებოდა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინული არმიის შეტევის ფონზე, რუსი სამხედროები ხერსონში მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend