უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ახლადგათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია.
ზელენსკიმ ხერსონში უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა.
„ჩვენ წინ მივდივართ. მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.