მთავარიევროპაუკრაინაცხოვრება დეოკუპირებულ ხერსონში

ცხოვრება დეოკუპირებულ ხერსონში

დეოკუპირებულ ხერსონში ჰუმანიტარული დახმარება ჩააქვთ. გათავისუფლებული ქალაქის მოსახლეობას არც სასმელი წყალი, არც ბუნებრივი აირი და არც ელექტროენერგია არ მიეწოდება.

ქალაქში მაღაზიები დაკეტილია, მოსახლეობა კი საკვებისა მისაღებად რიგებში დგას, მათ მედიკამენტებსაც ურიგებენ.

არტემ ბილოუსი ორი შვილის მამაა, მან სამსახური ოკუპაციისას დაკარგა, მაგრამ ახლა მას მხოლოდ ის ადარდებს რომ შვილებისათვის საკვები და შვება მოიპოვოს.

„მოხალისეთა დახმარებით ვიღებთ ყველაფერს რაც გვესაჭიროება. ოკუპაციის პირობებში ცხოვრება რთული იყო, შვილისთვის საფენებსაც კი ვერ ვყიდულობდი. საკვების პოვნაც რთული იყო და საკმაოდ ძვირი, მე სამსახური დავკარგე, მაგრამ ჩემს შვილებს ხომ მშიერს ვერ დავტოვებდი“, – ამბობს ხერსონის მკვიდრი არტემ ბილოუსი.

ხოსე ანდრესი მოხალისეა, მისი განცხადებით ორგანიზაცია, რომელშიც ის მუშაობს მოწოდებულია ხერსონის მოქალაქეებს ცხოვრება შეუმსუბუქოს.

„15 მილიონი ადამიანი ან ლტოლვილია ან დევნილი, ინფრასტრუქტურა დანგრეულია, მაღაზიები დაკეტილი, ქუჩები განადგურებული, ხიდები ჩამტვრეული. ჩვენ მოსახლეობის დახმარებას ვცდილობთ, ვცდილობთ ყველაზე საჭირო რაც არის პირველ რიგში ის მივაწოდოთ მოსახლეობას, 500 ზე მეტი საცავი გვაქვს უკრაინის ტერიტორიაზე და სწორედ ამ საცავებიდან ვაძლევთ ხალხს საკვებს, რომელიც მათ დაახლოებით ერთი კვირა უნდა ეყოთ“, – გვიყვება მოხალისე ხოსე ანდრესი.

ნინა ლიუტკო ექიმია და ხერსონის მკვიდრი, მისი თქმით ოკუპაციისას ქალაქში მედიკამენტები საერთოდ აღარ მოიპოვებოდა.

„მე ექიმი ვარ და ავადმყოფობის უფლება არ მაქვს, რუსებმა აფთიაქები დაკეტეს, მედიკამენტები სულ გაიყიდა და აფთიაქები დაიკეტა. მედიკამენტების მოპოვება რთული იყო, როგორც წესი ადამიანების გარკვეული მარაგი ჰქონდათ, მაგრამ მათი ამოწურვის შემდეგ საქმის დაჭერა ოკუპანტებთან უწევდათ, ახლა კი მედიკამენტების ნაკლებობა კვლავ გაჩნდა“, – ამბობს ნინა ლიუტკო.

ხერსონის მოქალაქეები აცხადებენ, რომ მძიმე მდგომარეობის მიუხედავად ოკუპაციისგან გათავისუფლება მათ მომავლის იმედს აძლევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend