კატეგორიები

ანა ფოტიგა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ანა ფოტიგა ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ტვიტერზე გამოეხმაურა:

„ვუერთდები საზოგადოების შეშფოთებას, რომელიც ნიკა გვარამიას საქმეს ეხება. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია“, – წერს პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ანა ფოტიგა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები