კატეგორიები

კიევის მოსახლეობის 80 პროცენტს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება

კიევის მოსახლეობის 80 პროცენტს ელექტროენერგია და სასმელი წყალი არ მიეწოდება

რუსმა სამხედროებმა კვლავ მიიტანეს იერიში უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. კიევის მცხოვრებლებს სასმელი წყლისთვის რიგში დგომა უწევთ.

თავდასხმების გამო ქალაქის მოსახლეობის 80 პროცენტს აღარ მიეწოდება ელექტროენერგია და სასმელი წყალი. უკრაინელი ინჟინრები ცდილობენ, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება, თუმცა წყლის პრობლემა ქალაქში ჯერ ისევ მოუგვარებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს, რომ იერიში სამხედრო სამეთაურო პუნქტებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანეს. როგორც ჩანს, მათ ამ ნაბიჯით შური იძიეს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან რუსეთის შავის ზღვის ფლოტზე თავდასხმის გამო.

რუსულმა ტელევიზიამ ასევე გაავრცელა კადრები, რომლებშიც  ალჩევსკში განადგურებული სასტუმრო ჩანს. რუსეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შენობას უკრაინული რაკეტები მოხვდა, ნანგრევების ქვეშ კი მშვიდობიანი მოსახლეობაა მოყოლილი.

დაკავშირებული ამბები
ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრება შესაძლოა ტერიტორიის დათმობაზე იყოს დამოკიდებული ჩერნობილის ტრაგედიიდან 40 წლის შემდეგ, ჩერნობილს „ლიკვიდატორთ“ა ჯგუფი ეწვია
სხვა ამბები