მეთანი ძლიერმოქმედი სათბურის აირია, 20-წლიან პერიოდზე გათვლით იგი 84-ჯერ უფრო მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე ნახშირორჟანგი. ამიოტმ მეთანის გამონაბოლქვის შემცირება გლობალური დათბობის შეკავების მიზნით აუცილებელია. საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ნაგავსაყრელები დიდი რაოდენობიტ მეთანს გამპოყოფს. თუმცა ძალიან ცოტა ახერხებს მათ მართვას.
“როგორც წესი, ნაგავსაყრელების მესვეურების უმეტესობას არ ადარდებს, თუ როგორ შეინახავენ ორგანულ ელემენტებს. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა და მისახედია,“ – ამბობს იაროსლავ ნეკი, კრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ატმოსფერული ფიზიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
საინტერესოა, როგორ უნდა შემცირდეს ნგავასაყრელების მიერ გამოყოფილი მეთანი? ამის მაგალითს პოლონეთი იძლევა – კერძოდ პოლონეთის სამხრეთით ბალინის მუნიციპალიტეტში მდებარე ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანა. ეს ქარხანა იაროსლავ ნეკისთან თანამშრომლობდა, რათა მეთანსი შესაკავებელი სისტემა შეექმნა.
კრაკოვთან ახლოსმდებარე ნაგავსაყრელი ყოველდღე ასობით ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენს აგროვებს. თუ ეს ნარჩენები აქ გაიხრწნება, მეთანი გამოიყოფა.
ქარხნის მენეჯერი ადამ კროლიკოვსკი ამბობს, რომ დახარისხების შემდეგ ეს ნარჩენები კომპოსტ სასუქად გარდაიქმნება – ეს არის მეთანის გამონაბოლქვის შემცირების პირველი საფეხური.
ადამ კროლიკოვსკი, ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის ENERIS-ის მენეჯერი:
„კომპოსტად ქცევის პროცესში მეთანი აღარ გამოიყოფა, რადგან ეს აერობული პროცესია. აქ მოთავსებულია კომპოსტის ბიორეაქტორი, რომელთანაც მიერთებულია მილები, რომლებშიც ნივთიერების ჟანგბადით გაჯერება ხდება. ეს კი კომპოსტად ქცევის პროცესს აჩქარებს“.
საბოლოოდ ნარჩენებს ერთად აგროვებენ და ზემოდან მიწას აყრიან. მიწაყრილში მეთანის გამოყოფა გრძელდება. ოპერატორები გამოყოფილ აირს ელექტროენერგიის მისაღებად იყენებენ.
„აქ გვაქვს აირის ამოსატუმბი სისტემა, რომელიც წნევის საშუალებით ნაგავსაყრელიდან მეთანს იღებს. ამ მილსადენებში უარყოფითი წნევის ან ვაკუუმის საშუალებით ჯერ ბიოგაზის გამოიწოვება, შემდეგ კი მიეწოდება ბიოელექტროსადგურს, სადაც ელექტროენერგია იწარმოება,“ – განმარტავს ადამ კროლიკოვსკი.
მეთანი ჰაერზე მსუბუქი აირია, ამიტომ ვაკუუმური ტუმბოს მოუხედავად, ის აგრძელებს აორთქლებას. მარცინ კალემბკა სწორედ ამ ორთქლის აღმოჩენაზე მუშაობს.
მარცინ კალემბკა, კომპანია IT4 TECH-ის მეთანის ანალიტიკოსი:
“ჩვენ აღმოვაჩინეთ მცირე გაჟონვა, თუმცა ძალიან უმნიშვნელოა. ახლა იგი რუკაზე უნდა აღვნიშნოთ და ინფორმაცია ნაგავსაყრელის მენეჯერებს მივაწოდოთ, რათა მათ გამოასწორონ ვითარება.“
ევროკავშირში ადამიანის მიზეზით გამონაბოლქვი მეთანის მეოთხედი ნარჩენებზე მოდის, რადგან ნაგავსაყრელების უმეტესობა არ არის აღჭურვილი აირის შემაკავებელი სისტემით. არადა, მკრაკოვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის ატმოსფერული ფიზიკის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იაროსლავ ნეკი ნეკი თვლის, რომ ასეთ სისტემებს აქვთ გამართლება:
“ეს გაცილებით სწრაფად იძლევა შედეგს, ვიდრე ნახშირბადის გამონაბქოლქვის შემცირება. მეთანის გამონაბოლქვის შემცირება უფრო ადვილი იქნება, თუ ის ამ საქმით დაინტერესებულ კომპანიებს ფინანსურ მოგებას მოუტანს. ამიტომ ეს მომგებიანია არა მხოლოდ კლიმატის დაცვის კუთხით, არამედ ფინანსური თვალსაზრისითაც“.
რასაკვირევლია, ნარჩენების მიერ გამოყოფილი მეთანის შემცირება სათბური აირების შემცირების იმ პრობლემის ნაწილია, რომელთა გადაჭრასაც პარიზის შეთანხმება ისახავს მიზნად.
მეოთხე ყველაზე თბილი სექტემბერი
კლიმატის ცვლილებების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემა „კოპერნიკუსის“ [Copernicus Climate Change Service] ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ სექტემბერში ჰაერის ტემპერატურა გლობალურ დონეზე 0.3 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს. საერთო ჯამში წლევანდელი სექტემბერი რიგით მეოთხე ყველაზე თბილი სექტემბერი გამოდგა.
გრაფიკი აჩვენებს, რომ ევროპის უმეტეს ნაწილში, რუსეთსა და ციმბირში, სექტემბერი საშუალოზე ცივი იყო. ასევე აცივდა ავსტრალიაში, სამხრეთ ბრაზილიაში, პარაგვაიში, ურუგვაისა და ჩრდილოეთ არგენტინაში.
გრენლანდიის უმეეტს ნაწილში სექტემბერში ტემპერატურა 8 გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა საშუალო მაჩვენებელს.
დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტის პროფესორ- გლაციოლოგი ჯეისონ ბოქსი სექტემბერში გრენლანდიაში იმყოფებოდა. იგი ამბობს, რომ ტემპერატურა სამხრეთში უჩვეულოდ თბილი ამინდის გავლენით გაიზარდა:
„ჩვეულებრივად სექტემბერში დნობის სეზონი სრულდება ხოლმე, თუმცა სამხრეთიდან თბილი ჰაერის განუწყვეტელი ცირკულაციის გამო ტემპერატურამ 10 გრადუსით გადააჭარბა დნობის ტემპერატურას. ამიტომ თოვის ნაცვლად წვიმდა. სექტემბრის ბოლოსკენ კი ქარიშხალმა „ფიონამ“გრელანდიაში დამატებითი სიცხე და ტენიანობა გამოიწვია.“
ავტორი: ჯერემი ვილქსი