კატეგორიები

აბორიგენი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ევროპაში

აბორიგენი მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ევროპაში

მისი სახელია სალი გაბორი და ეს ალბათ არაფერს გეუბნებათ. იგი თვითნასწავლი აბორიგენი მხატვარია, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა და რომელიც ავსტრალიის ერთ-ერთ გამორჩეულ და თანამედროვე მხატვრად მიიჩნევა. მისი ნამუშვერები ახლა პარიზში, კარტიეს ფონდშია, გამოფენილი. ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ევროპაში.

სალი გაბორმა თავისი პირველი ნამუშევარი 80 წლის ასაკში შექმნა, სულ მას 2000-ზე მეტი ნახატი აქვს შესრულებული. ეს ნამდვილი აღმოჩენაა.

ალბერტინას მუზეუმი ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი მოდერნისტული ხელოვნების ნიმუშების კრებულს ინახავს ჰერბერტ ბატლინერის კოლექციის სახით. ის იყო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კოლექციონერი, რომელიც 2019 წელს გარდაიცვალა. კოლექცია შედგება 500-ზე მეტი ნაწილისგან და იგი მოიცავს როგორც თანამედროვე მხატვრობის, ისე ფრანგული იმპრესიონიზმის, გერმანული ექსპრესიონიზმის, ფოვიზმის, რუსული ავანგარდისა და სიურრეალიზმის ნიმუშებს.

დაკავშირებული ამბები
რუსეთის მოქალაქეები სამხედრო გაწვევის ახალ ტალღას კვლავ გაურბიან 2027 წლის ევროვიზიას ბოიკოტს ესპანეთიც უცხადებს
სხვა ამბები