კატეგორიები

გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II

გარდაიცვალა გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დედოფალი 8 სექტემბერს ბალმორალში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მას შემდეგ იმყოფებოდა, რაც ექიმები მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეაშფოთა.

მოგვაინებით, დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი.

”ჩემი ფიქრები – და გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ფიქრები – ამ დროს მის უდიდებულესობა დედოფალთან და მის ოჯახთანაა”, – განაცხადა პრემიერმა.

ელისაბედ II ტახტზე 70 წლის წინ, 1952 წელს ავიდა და ის ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქია.

ელისაბედ მეორე გაერთიანებული სამეფოს გარდა კიდევ 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მათ შორის კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის, მეთაური იყო.

დაკავშირებული ამბები
დიდი ბრიტანეთის პრემიერი ენდი ბერნემი ბერლინში ფრიდრიხ მერცს შეხვდა ინგლისში ნატოს სადაზვერვო ბაზაზე შეღწევის მცდელობისთვის ლატვიის ორი მოქალაქე დააკავეს
სხვა ამბები