მთავარიევროპანიდერლანდებიმიგრანტთა კრიზისი ნიდერლანდებში

მიგრანტთა კრიზისი ნიდერლანდებში

ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში მიგრანტთა წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს არ სურთ მიგრანტების ცხოვრება ნიდერლანდებში, რადგან ეს მათ ყოველდღიურობაზე უარყოფითად აისახა. მათი თქმით, გაიზარდა ქურდობის ფაქტები მაღაზიებში, ხშირია მიგრანტთა მიერ საჭმლის მოპოვების გამო მანქანებზე თავდასხმაც კი.

“პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ყოველდღიურად იქურდება მაღაზიები, ხალხს ემუქრებიან, აშინებენ, თავს ესხმიან მანქანებსა და სახლებს. კმარა ეს ყოველივე. თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრის წინ ბევრი მიგრანტია. ჩვენ არაფერს ვამბობთ უკრაინელი ლტოლვილების ან ისლამისტურ ტერორიზმს გამოქცეული ადამიანების შეფარებაზე, მაგრამ აფრიკელი ახალგაზრდების მოთმენა უკვე შეუძლებელია”, – აცხადებს ნიდერლანდების მოქალაქე ერიკ ვესლსი.

ნიდერლანდებში თავშესაფრის მაძიებლებთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. მიგრანტებს, მათ შორის ბავშვებსაც კი, თავშესაფრის მოლოდინში ღია ცის ქვეშ უწევთ ყოფნა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend