კატეგორიები

ნიდერლანდებს სამხედრო კონტინგენტის 120 000-მდე გაზრდა სურს

ნიდერლანდებს სამხედრო  კონტინგენტის 120 000-მდე გაზრდა სურს
Copyright Euronews
კამუფლიაჟში შენიღბული დანაყოფი პოტენციური საფრთხის ძიებაშია ჯარისკაცები ნიდერლანდების ეროვნული რეზერვის უსაფრთხოების კოპრპუსის მე-10 ქვეით ბატალიონს წარმოადგენენ.

ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოებითი გამოწვევების ფონზე ქვეყანამ სამხედრო მოსამსახურეების რიცხვის ზრდა დაისახა მიზნად და რეკრუტირების მსურველი მოხალისეების მიღება  ინტენსიური გახადა. უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ, ევროპაში სჯერათ, რომ შემდეგი სამიზნე კონტინენტია. თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლით უკვე ნატოს რიგებში გაჩენილი სადავო საკითხების ფონზე კი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად მიდგომების შეცვლა მოუხდა ნიდერლანდებსაც, რაც ყოველდღიურობაშიც აისახა.

„როდესაც პირველად შემოვუერთდი გუნდს, თითქმის არ არსებობდა რისკი ან საფრთხე,ყოველ შემტხვევაში ეს არ ვიცოდით.ახლა კი ეს შეიცვალა, თუ თავიდან მქონდა განცდა, რომ  თითქოს  პოლიციური ტიპის საქმეებს ვაკეთებდით, ახლა  უფრო მეტად ვკონცენტრირდებით ქვეითთა საბრძოლო ამოცანებზე და საველე ოპერაციებზე“- აღნიშნავს მარლი სარეზერვო ბატალიონიდან.

ნიდერლანდების მთავრობის ამოცანაა სამხედრო პერსონალი ამჟამინდელი 80 000 ჯარისკაციდან 2035 წლისთვის 120 000 ჯარისკაცამდე გაზარდოს.  თავდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს,რომ ამჟამად ნიდერლანდების არმია 9 000 რეზერვისტს ითვლის, მათ კი 2030 წლისთვის 20 000 პირით სურთ დაკომპლექტდნენ. რეზერვისტები წელიწადში 300 საათს ატარებენ სამხედრო სამსახურის ცოდნის დაუფლებაში. წვრთნები რეგულარულად უქმე დღეებში ხდება. რეზერვისტები ჩართულები არიან ქვეყნის საშინაო სტრატეგიული დაწესებულებებისა თუ საგანგებო სიტუაციებში. თავდაცვის უწყებისთვის ნათელია, რომ მოთხოვნა გაზრდილია, რაც სამოქალაქო თვითშეგნებისა და მთავრობის აქტიური კამპანიის შედეგია.

„სკოლაში  გვასწავლიდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლანდიის აღებას ხუთი დღე დასჭირდა. ახლა  41 წლის ვარ და არ მინდა, რომ 40 წლის შემდეგ ისტორიის წიგნებში წავიკითხო, რომ ოდესღაც ისევ მხოლოდ ხუთ დღეში მოხდა ქვეყნის დაკავება და ჩვენ ვერაფერი ვისწავლეთ მეორე მსოფლიო ომიდან“- აღნიშნა სამხედრო რეზერვის აპლიკანტმა,ლისეტ დენ ჰეიჯერმა.

„ჩიმაზე მეტი განაცხადი გვაქვს, ვიდრე შეგვიძლია გავუმკლავდეთ, რადგან გვაკლია სასწავლო შესაძლებლობები, საცხოვრებელი სივრცე. ყველასთვის უნიფორმების მიცემაა საჭიროა,მათი იარაღით უზრუნველყოფა, სწავლების ორგანიზება, ასევე ვარჯიშისთვის საჭირო სივრცე. ეს არის ამჟამინდელი სირთულეები, ინტენსიურად ვმუშაობთ ამ პრობლემების მოსაგვარებლად“- ამბობს ნიდერლანდების თავდაცვის მდივანი,დერკ ბოსვიკი.

სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევები ნიდერლანდებმა 1997 წელს შეწყვიტა და ამჟამად მისი აღდგენის გეგმები ქვეყანას არ გააჩნია. თუმცა მსურველთა რიცხვის გაზრდას სახელმწიფო კამპანიის ხარჯზე ახერხებს. საგულისხმოა, რომ პოპულარობის ზრას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი  დედოფალი მაქსიმასა და მისი ქალიშვილის,პრნცესა ამალიას კამპანიაში ჩაბმამ, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც მსოფლიომ მალევე იხილა. ამას ქვეყანაში „ამალიას ეფექტიც“ კი უწოდეს.

დაკავშირებული ამბები
ნიდერლანდებს სამხედრო კონტინგენტის 120 000-მდე გაზრდა სურს დედოფალი მაქსიმა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების რეზერვს შეუერთდა.