საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ჯერ მნიშვნელოვანი რეფორმები და ცვლილებები უნდა დაიწყოს – ასეთია ევროკომისიის რეკომენდაცია.
12 შესასრულებელი პუნქტიდან ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას ეხება.
შშმ პირთა წარმომადგენლობითმა ორგანიზაციებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს სპეციალური წერილით მიმართეს, სადაც ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის დაჩქარებული შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისთვის, რაც ნიშნავს ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალს და დამოუკიდებლად ცხოვრებას.
წერილის ავტორები ევროპელ ლიდერებს სთხოვენ მიანიჭონ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი და ვრცლად საუბრობენ იმ გამოწვევებზე, რომელიც მათ ყოველდღიურად ექმნებათ