ევროკომისიის რეკომენდაციაა ევროპელი ლიდერებისადმი, რომ საქართველომ ჯერ შეასრულოს კონკრეტული პირობები, ხოლო ამ პირობების შესრულების შემდეგ იმსჯელონ ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭიბაზე.
უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში ევროკომისიის რეკომენდაციაა, ქვეყნებს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით. სწორედ ამ რეკომენდაციების საფუძველზე იმსჯელებს ევროპული საბჭო 23 და 24 ივნისს, ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროკომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციის დოკუმენტზე საუბრობს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი, პროფესორი კორნელი კაკაჩია.