მთავარიაზიასამხრეთ კორეასამხრეთი კორეა ჩრდილოეთ კორეას კოვიდთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

სამხრეთი კორეა ჩრდილოეთ კორეას კოვიდთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა დღეს განაცხადა, რომ დაეხმარება ჩრდილოეთ კორეას კოვიდ-19-თან ბრძოლაში, თუ ქალაქი ფხენიანი მიიღებს ამ შეთავაზებას.  იუნი ყოველგვარი პოლიტიკური თუ სამხედრო წინაპირობის გარეშე მზადაა, მეზობელ ქვეყანას ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინოს და უზრუნველყოს ვაქცინით, მედიკამენტებით, სამედიცინო აღჭურვილობითა თუ ჯანდაცვის სპეციალისტებით.

პრეზიდენტმა ამის შესახებ პარლამენტში ბიუჯეტის საკითხების განხილვის დროს განაცხადა.

კვირას ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ახალი შემთხვევა გამოვლინდა.   გარდაიცვალა 15 ადამიანი. ქვეყანაში ინფიცირებულთა უმეტესობას მაღალი სიცხე აღენიშნება. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, კორონავირუსის პირველ ტალღასთან გასამკლავებლად ჯანდაცვისა და სხვა სამსახურების მილიონამდე თანამშრომელია მობილიზებული.

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ ქვეყანაში პირველად 12 მაისს გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend