მთავარიევროპამოლდოვაგაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოლდოვას ესტუმრა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში მოლდოვას ესტუმრა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში ორდღიანი ვიზიტით მოლდოვას ესტუმრა. მან ოფიციალური შეხვედრა გამართა მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიტასთან.

გუტერეში მოლდოვას, ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას მას შემდეგ ეწვია, რაც მოლდოვის პრორუსულ სეპარატისტულ რეგიონში – დნესტრისპირეთში ვითარება დაიძაბა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა მადლობა გადაუხადა მოლდოვის ხელისუფლებას უკრაინელებისთვის გაწეული დახმარებისთვის და რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

“უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენა რეგიონსა და მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული და ხანგრძლივია. ესკალაციის შედეგები ძალიან სახიფათოა. ამაზე აუცილებლად უნდა დავფიქრდეთ. მე შეშფოთებული ვარ იმის გამო, რომ ომი, რომლესაც რუსეთი აწარმოებს უკრაინაში, კვლავ გრძელდება. ამ ომს გავლენა ექნება არა მხოლოდ რეგიონზე, არამედ მთელ მსოფლიოზე”, – განაცხადა გაეროს გენერალურ მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა.

გაეროს გენერალური მდივანი დღეს, 10 მაისს მოლდოვაში ლტოლვილთა ბანაკს ეწვევა და უკრაინელ  ლტოლვილებს შეხვდება.

მოლდოვამ უკრაინიდან 450 000-ზე მეტი ლტოლვილი მიიღო, მაგრამ მათი უმეტესობა რუმინეთსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადავიდა.

საზოგადოება ფიქრობს, რომ ომი შეიძლება მოლდოვაშიც დაიწყოს. რუსეთს დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში დაახლოებით 1500 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. რეგიონში ბოლო პერიოდში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend