მთავარიმსოფლიოევროპაავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ავსტრიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი პირველი ევროპელი ლიდერი იქნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ შეხვდება, რაც რუსეთი ექვსი კვირის წინ უკრაინაში შეიჭრა.

ნეჰამერის მოსკოვში ვიზიტის მიზანია, ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას და დააჩქაროს ცეცხლის შეწყვეტის პროცესი. კანცლერის წარმომადგენლის ცნობით, პუტინთან ის ომის დანაშაულების საკითხს დააყენებს.

კანცლერი ნეჰამერი უკრაინაშიც იმყოფებოდა, სადაც ის ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ბუჩას ეწვია. მისი განცხადებით, გაერომ ომის დანაშაულების გამოძიება უნდა დაიწყოს.

ნეჰამერმა პირობა დადო, რომ სანამ ომი არ დასრულება ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გააგრძელებს. მისი განცხადებით, გასულ კვირას მიღებული სანქციების პაკეტი უკანასკნელი არ იქნება.

„სამხედრო თვალსაზრისით ჩვენ ნეიტრალური ვართ, მაგრამ არ ვართ ნეიტრალური, როდესაც საქმე ეხება დანაშაულის დასახელებას ან მათი დანახვის აუცილებლობას,” – განაცხადა კანცლერმა.

კანცლერმა ასევე დაადასტურა, რომ ავსტრიის საელჩოს თანამშრომლები დასავლეთ უკრაინიდან კიევში დაბრუნდებიან. ომის დაწყებისას ავსტრიელი დიპლომატები უკრაინის შორეულ დასავლეთში, სლოვაკეთის საზღვრის მახლობლად გადაიყვანეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend