კატეგორიები

ჰოლოკოსტს გადარჩენილი 3 უკრაინელი ლტოლვილი გერმანიამ შეიფარა

ჰოლოკოსტს გადარჩენილი 3 უკრაინელი ლტოლვილი გერმანიამ შეიფარა

უკრაინაში მცხოვრები პირები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომსა და ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ კვლავ მოუწევდათ ომის საშინელების თავიდან განცდა. სწორედ ბავშვობის მძაფრი მოგონებები გაუცოცხლა ომმა ჰოლოკოსტს გადარჩენილ მოხუცებს, რომლებიც ახლა იმ ქვეყანამ შეიფარა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მათ განადგურებას ცდილობდა.

სამივე  მათგანი – გალინა ულიანოვა, ლარისა ძუენკო და ტატიანა ჟურავლიოვა – 83 წლისაა. როდესაც კიევში პირველი ბომბი ჩამოვარდა, მაშინვე ბავშვობის ყველაზე მწარე მოგონებამ გაიღვიძა. მათ ის ტკივილი გაუახლდათ, რომელიც ბავშვობაში გადაიტანეს.

ამ 3 ადამიანს, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ,  ებრაელთა ორგანიზაცია დაემხარა, რომ უკრაინიდან სამშვიდობოს გასულიყვნენ. ისინი არ ელოდნენ, ასე თბილად თუ დახვდებოდნენ  გერმანიაში, იმ ქვეყანაში, რომელმაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა და ჰოლოკოსტი მოაწყო.

ლარისა ძუენკოსთვისაც, რომელიც ჰოლოკოსტს გადაურჩა, წარმოუდგენელი იყო,  გერმანია თუ მიიღებდა. სანამ კიევში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება, ლარისას გერმანიის დატოვება არ სურს.

ცნობილია, რომ ნაცისტებმა დაახლოებით 1 მილიონ 500 ათასი უკრაინელი ებრაელი დახოცეს.

უკრაინაში ჰოლოკოსტს გადარჩენილი დაახლოებით 10 000 პირი ცხოვრობს და 500 მათგანს გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება. ერთ-ერთი მათგანი ბორის რომანჩენკო 18 მარტს ხარკოვში, საკუთარ სახლში, რუსი სამხედროების მიერ ჩამოგდებულმა ჭურვმა იმსხვერპლა. იგი 96 წლის იყო.

დაკავშირებული ამბები
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთი მობილიზაციის ახალ ტალღას სექტემბრის არჩევნების შემდეგ გამოაცხადებს უკრაინის მიზანია, ანექსირებული ყირიმი რუსეთისთვის სამხედრო თვალსაზრისით „გამოუსადეგარი“ გახდეს
სხვა ამბები