კატეგორიები

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

საქართველოს საპატრიარქომ უკრაინაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. ინფორმაცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტვიტერის გვერდზე ვრცელდება.

საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კიდევ გაიგზავნება.

„ერთი კვირის მანძილზე მრევლში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გაიგზავნა განსაცდელში მყოფი უკრაინის მოსახლეობისათვის. პროცესი გრძელდება და დახმარება ახლო მომავალში კვლავ გაიგზავნება“- წერია საპატრიარქოს ტვიტერის გვერდზე.

 

Related news
პუტინს მშვიდობა „არასდროს სურს“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა Euronews-სთან ევრონიუს ჯორჯია – განცხადება
სხვა ამბები