კატეგორიები

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გავრცელების გამო 320 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული

საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გავრცელების გამო 320 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
სამხრეთ ევროპაში კვლავ მძვინვარებს ტყის ხანძრები.  საფრანგეთისა და ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში 320 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

25 ივლისს, ღამით,  სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოს მიმდებარედ, კიდევ ხუთ სოფელში გაიცა ევაკუაციის ბრძანება, 250 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა,   სახლები დაეტოვებინა. ეს ქვეყნის ისტორიაში არასაომარ ვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.

ჟირონდის პრეფექტურის ცნობით, ხანძარმა რეგიონში დაახლოებით 42 000 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა.

ესპანეთში, ვალენსიის სანაპირო ქალაქთან ახლოს, მეხანძრეები  ცეცხლის ახალ კერებს ებრძოდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდებარე ტერიტორიებიდან სულ მცირე 15 000 ადამიანი გაიყვანეს.

ესპანეთის აღმოსავლეთით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ  ხანძრის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა.

მადრიდიდან და კასტელიონიდან, სადაც პორტუგალიური, იტალიური და სხვა სახანძრო თვითმფრინავები  ესპანურ ჯგუფებს ეხმარებიან, უკვე 100 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 25 ივლისს განაცხადა, რომ როდესაც პარიზმა და მადრიდმა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი გაააქტიურეს, ევროკავშირის სამაშველო ფლოტიდან სტიქიის ზონებში 11 თვითმფრინავი და ვერტმფრენი გაგზავნეს.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთსა და ესპანეთში ტყის ხანძრების გავრცელების გამო 320 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული მერცის ნაბიჯი რეიტინგის ვარდნის შესამცირებლად - გერმანიის მთავრობაში ცვლილებებია