კატეგორიები

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას საბერძნეთის ოლიმპოს მთა დაამატეს

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას საბერძნეთის ოლიმპოს მთა დაამატეს
26 ივლისს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას საბერძნეთის ოლიმპოს მთა და ნორმანდიის  სადესანტო პლაჟები  დაამატეს.

12 ოლიმპიელი ღმერთის მითიური სავანის, ოლიმპოს მთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანით,  საბერძნეთის 12-წლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და, შესაბამისად,  მოიპოვა მთის, როგორც კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის აღიარება.

ზღვის დონესთან ახლოს მდებარე თითქმის 3000 მეტრის სიმაღლის მთა ითვლებოდა ღმერთების მეფის, ზევსის სამფლობელოდ, რომელიც, ამავდროულად, მდიდარია  ბიომრავალფეროვნებით.

საფრანგეთიდან კი ნუსხაში შეიტანეს ნორმანდიის ხუთი სადესანტო სანაპირო - ომაჰა, იუტა, სორდი, გოლდი და ჯუნო,  სადაც 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა 150 000-ზე მეტი ჯარისკაცი ნაპირზე გადმოსხეს, რათა მეორე მსოფლიო ომის დროს დასავლეთი ევროპა ნაცისტური ოკუპაციისგან გაეთავისუფლებინათ.

ამ ტერიტორიებზე ჯერ კიდევ შემორჩენილია   სხვადასხვა ტიპის ნაგებობა, მათ შორის  გერმანელების ციხეგალავნები,  ბომბებით დაზიანებული ლანდშაფტები,  მოკავშირეთა ნავსადგურის შენობა და ჩაძირული გემები.

იუნესკოს ნუსხას ასევე დაამატეს მარკეს რეგიონის იტალიის ისტორიული თეატრები, იაპონიის უძველესი დედაქალაქები ასუკა და ფუძივარა და სამხრეთ სუდანის ბომა-ბანდინგილოს მიგრაციული ლანდშაფტი და სხვა.

დაკავშირებული ამბები
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხას საბერძნეთის ოლიმპოს მთა დაამატეს „პოლიცია ჰიტლერის სახლში”