კატეგორიები

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მესამე დღე

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მესამე დღე

უკრაინაში რუსული არმიის ინტერვენცია მიმდინარეობს. მტრის სადესანტო ძალები კიევის სამხრეთ მისადგომებთან უკრაინის თავდაცვის ძალებს უტევენ.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარის შეთავაზებაზე კიევი დაეტოვებინა უარი განაცხადა და სახელმწიფოს დედაქალაქში დარჩა.

დედაქალაქის მისადგომებთან შეტაკებების ფონზე რუსული გენშტაბი უკრაინული თავდაცვის ხაზზე სუსტ წერტილებს ეძებს.

მეზობელ სახელმწიფოში რუსული ინტერვენციის მესამე დღეს უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მოსკოვის სამხედრო დანაკარგები შემდეგია:

დაჭრილია, დაღუპულია და ტყვედ ჩავარდნილია 3500 მდე რუსი ჯარისკაცი

უკრაინის ანტი – საჰაერო შენაერთებმა გაანადგურეს 14  რუსული სამხედრო საჰაერო მოიერიშე,  8  სამხედრო შვეულმფრენი.

რუსულმა არმიამ დაკარგა 102  ტანკი, და 536  სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანა,

განსაკუთრებით დიდი დანაკარგები რუსულმა არმიამ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის მისადგომებთან განიცადა.

 

დაკავშირებული ამბები
კიევი უკმაყოფილოა PURL-ის პროგრამით გათვალისწინებული შეიარაღების გადაცემის ტემპით მზარდია კიევზე რუსეთის დარტყმებისას დაღუპულთა რიცხვი
სხვა ამბები