კატეგორიები

იენს სტოლტენბერგი – ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას

იენს სტოლტენბერგი – ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას

ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკის/ლუჰანსკის აღიარებას უკრაინაში, ეს ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.

„ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

დაკავშირებული ამბები
მარკ რუტე მოკავშირეებს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის უფრო მეტი სისტემის გაგზავნისკენ მოუწოდებს ნატოს სარდალმა  წარმოადგინა სტრატეგია, რომელიც ალიანსზე ნებისმიერ თავდასხმას სრულიად უშედეგოს გახდის
სხვა ამბები