მთავარისპორტირაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია

რაფაელ ნადალი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია. ესპანელმა ჩოგბურთელმა ფინალურ მატჩში რუსი დანიილ მედვედევი 3:2 დაამარცხა. 35 წლის ნადალმა გრანდ სლემი 21-ედ მოიგო რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს გრანდ სლემი 20-20-ჯერ აქვთ მოგებული. ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობა მეორედ მოიგო და გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ჩემპიონობა ამ ტურნირის ფინალში პირველი 2 სეტის წაგების შემდეგ მოიპოვა.

„ყოველთვის იმას ვერ დააკვირდები სხვებს რა შედეგი აქვთ. მინდა, რომ ჩემი კარიერის ბოლოს ყველაზე მეტი გრანდ სლემი მქონდეს მოგებული. ეს სპორტია, შეჯიბრია, მსურს სხვებზე მაღლა ვიდგე მაგრამ ამით გატაცებული არ ვარ.

ძალიან ბედნიერი, იღბლიანი და კმაყოფილი ვარ. სპორტის მიმართ სიყვარული შევინარჩუნე, რაც ჩემს ასაკში და ცხოვრების ამ ეტაპზე ადვილი არ არის. ყოველთვის მინდოდა დაბრუნება და ახლა აქ ამ სურვილის შედეგად ვარ. ფინალში ბევრი რამ მოხდა, ჩემპიონის წინააღმდეგ ძალიან რთული მატჩი იყო,” – განაცხადა ფინალის შემდეგ რაფაელ ნადალმა.

ქალთა თანრგიში ჩემპიონი ავსტრალიელი ეშლი ბარტი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend