მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონმა დამატებით 83 ფრანგულ თევზსაჭერ გემს მისცა ლიცენზია

ლონდონმა დამატებით 83 ფრანგულ თევზსაჭერ გემს მისცა ლიცენზია

ფრანგი მეთევზეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ თევზჭერის უფლებებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო. ლონდონსა და პარიზს შორის გამართული ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ლონდონი დამატებით 83 ფრანგ მეთევზეს მისცემს ლიცენზიას, რომ მათ ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში კვლავ ჰქონდეთ თევზჭერის უფლება.  თუმცა მეთევზეები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი არ არის საკმარისი და რომ 23 დეკემბერს ისინი მაინც განაგრძობენ კალეს ბლოკადას.

გემის მფლობელს ალენ ლორენტს სურს, რომ მათი მეგობრები ჯერსიდან, გერნსიდან, ნორმანდიიდან და ფოლკლენდის კუნძულებიდან მათ გვერდით დადგნენ, იმის ნაცვლად, რომ არკვიონ, რომელი გემი თუ ნავია მწვანე სიაში, რომელი წითელში და რომელი ლურჯში. ეს არაფრის მომტანია. მისი თქმით, მათ აქვთ ლიცენზიების წინასწარ განსაზღვრული კვოტა, რომელიც აუცილებლად უნდა აითვისონ. მათ არ უნდათ, ვინმე ამ პროცესების მიღმა დარჩეს მხოლოდ იმის გამო, რომ  წითელ სიაშია მოხვედრილი.

ერთ-ერთი გემის მფლობელი ლოიკ ესკოფიე უკმაყოფილებას გამოთქვამს. 23 დეკემბერს ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც მათ დაჰპირდნენ, რომ გამოსავალს მოძებნიდნენ და პრობლემასაც მოგვარებდნენ. თუმცა ჯერჯერობით არაფერიც არ ხდება.

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ ხელს შეუწყობენ და დაეხმარებიან იმ მეთევზეებს,  რომლებმაც ვერ მიიღეს შესაბამისი ლიცენზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend