მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნები ვაქცინაციის კამპანიას აძლიერებენ

ევროპის ქვეყნები ვაქცინაციის კამპანიას აძლიერებენ

ახალი ომიკრონის ვარიანტის გავრცელების ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ვაქცინაციის კამპანიას აძლიერებენ.  თუ თავდაპირველად მე-2 დოზასა და ბუსტერ დოზას შორის მინიმუმ 6 თვე უნდა ყოფილიყო შუალედი, ახლა საფრანგეთმა ეს დრო 5 თვემდე შეამცირა, ბრიტანეთმა კი – სამამდე.

“ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რომ ბუსტერ დოზის გამოყენება ექვსი თვის შემდეგ შეგვეძლო. თუმცა არსებული მონაცემები გვარწმუნებს, რომ მესამე დოზის მიღება უსაფრთხო და ეფექტიანი იქნება ვაქცინაციიდან სამი თვის შემდეგ, მხოლოდ წინასწარ უნდა განისაზღვროს რამდენად სასურველია ასეთი მოკლე ინტერვალი ამა თუ იმ ადამიანის ჯანმრთელობისთვის, “- განაცხადა  ევროპის მედიკამენტების სააგენტოს და ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ.

ავსტრია იყო პირველი სახელმწიფო ევროკავშირში, რომელმაც 19 ნოემბერს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ვოლფგანგ მიუკშტაინმა განაცხადა, რეგულაცია 2022 წლის თებერვალში ამოქმედდება, ის ასევე ითვალისწინებს ჯარიმას 3600 ევროს ოდენობით. ეს გეგმა ჯერ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, თუმცა მთავრობა მას მხარს უჭერს.

პორტუგალიის აეროპორტებში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან მეექვსე დღეს 21 ავიაკომპანია და 591 მგზავრი დაჯარიმდა.

მას შემდეგ, რაც ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ჩამოსულ მგზავრებს Covid-19 ტესტის უარყოფითი პასუხის ან გამოჯანმრთელების სერტიფიკატის წარდგენა მოეთხოვებათ.

პორტუგალიამ  საგანგებო მდგომარეობა COVID-19 შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო გამოაცხადა. რეგულაციები 2022 წლის 9 იანვრამდე იმოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend