მთავარიმსოფლიოევროპის ქვეყნები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

ევროპის ქვეყნები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

უკრაინის წარმომადგენლებმა საფრანგეთის პარლამენტში გამართულ კონფერენცაზე ევროპელებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

ფრანგი კანონმდებლების, უცხოელი ელჩებისა და ექსპერტების მიერ შემუშავებული კონცეფცია ითვალისწინებს კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის აქტივების გაყინვასა და კონფისკაციას. ფრანგი სენატორის ნატალი გულეტის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, გაყინული აქტივები გადანაწილდება უკრაინის ომით დაზარალებულ ადამიანებზე.

ევროკავშირის სანქციების გაუქმების შემთხვევაში ვლადიმერ პუტინთან  დაახლოებული პირების გაყინული აქტივები შესაძლოა, ისევ მათვე დაუბრუნდეს. ამის თავიდან ასაცილებლად, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა უახლოეს მომავალში უნდა დააკისრონ რუსეთს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, – ამბობს უილიამ ბურდონი, არასამთავრობო ორგანიზაცია „შერპას“ დამფუძნებელი და რუსი ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ადვოკატი.

ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის თქმით, საფრანგეთმა უკვე გაყინა 850 მილიონი ევროს ღირებულების აქტივები, რომელთა უმეტესობა უძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს უკავშირდება.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend