მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში მორიგი შეზღუდვები მკაცრდება

ევროპაში მორიგი შეზღუდვები მკაცრდება

იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას გასულ წელს დაუნინგ-სტრიტზე ჩატარებული საშობაო წვეულების გამო აკრიტიკებენ, ქვეყნის მეთაურის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმართავს მოქალაქეებს, რამდენადაც შესაძლებელია, იმუშაონ სახლებიდან და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში წავიდნენ სამსახურში. მთავრობის გადაწყვეტილებით, პარასკევიდან სავალდებულო გახდება პირბადის ტარება საჯარო და დახურულ სივრცეებში, მათ შორის თეატრებსა და კინოთეატრებში.

ღამის კლუბებსა და სხვა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში აუცილებელი იქნება ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მიერ გაცემული საშვის წარდგენა. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლება ცდილობს,  ქვეყანაში ომიკრონის ვარიანტის გავრცელება შეამციროს.

ევროპის სხვა ქვეყნებშიც მკაცრდება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები. დანია ერთ-ერთი მათგანია. პარასკევიდან ღამის კლუბები, ბარები და რესტორნები ღამის 12 საათზე დაიკეტება. 12 საათის შემდეგ აღარ გაიყიდება ალკოჰოლი. რესტორნებში შესასვლელად კი კვლავ სავალდებულო გახდება ვაქცინაციის დამადასტურებელი საშვის წარდგენა.

ამავდროულად, სლოვაკიაში კვლავ გაიხსნება არაპირველადი მოხმარების პროდუქტების მაღაზიები და აღდგება სხვადასხვა მომსახურება, თუმცა მხოლოდ აცრილთათვის. აუცრელთათვის კი გახანგრძლივდება კარანტინი, ქვეყანაში დაიხურება რამდენიმე სკოლა.

შეზღუდვები ხელს უშლის სოციალურ ურთიერთობებს, შესაბამისად, ნელდება ახალი ვარიანტის გავრცელების სისწრაფე. თუმცა საავადმყოფოების ხელმძღვანელობასაც უწევს დამატებითი ნაბიჯების გადადგმა. საფრანგეთში, ილ-დე-ფრანსის რეგიონში, რომლის შუაგულშია პარიზი, ყველა საავადმყოფოს ადმინისტრაცია საგანგებო მდგომარეობისთვის ემზადება.

მათი მიზანია, ინტენსიური თერაპიის განყოფილება უფრო მეტი საწოლით უზრუნველყონ და გამოათავისუფლონ დამატებითი ადგილები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend