მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი თითოეული ქვეყნის...

ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი თითოეული ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტია

უნდა გახდეს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო – ეს ის შეკითხვაა, რომელიც მსოფლიოს მოსახლეობას აინტერესებს.  ოფიციალურად ეს საკითხი ბრიუსელში მყოფი ჯანდაცვის მინისტრების დღის წესრიგში არ დგას, თუმცა მთელი ევროპა სწორედ ამ თემას განიხილავს. მსოფლიოში ინფიცირების ყოველი 100 შემთხვევიდან 44 ევროპაში ვლინდება.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს სპანი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და დისკუსია ნამდვილად საჭიროა. მისი თქმით, აცრილი და აუცრელი პირები განსხვავებულ მდგომარეობაში არიან როგორც ტრანსპორტით სარგებლობის დროს, ისე რესტორნებსა თუ სხვა ადგილებში შესვლის  თვალსაზრისით. თუმცა მისი თქმით, ახლა ყველას ის აინტერესებს, რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება. იენს პანი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ საკითხებზეა საჭირო მსჯელობა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს.  თუმცა მინისტრების განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხი თითოეული ქვეყნის მთავრობის გადასაწყვეტია.

მალტის ჯანდაცვის მინისტრის კრისტოფერ ფერნის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი უფრო მეტი ადამიანის აცრაა. მისი აზრით, სავალდებულო ვაქცინაციის დაწესება თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია. თუმცა შესაძლოა, მომავალში ამ საკითხთან დაკავშირებით აუცილებელი გახდეს გაერთიანება და  ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება.

ავსტრია პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც სავალდებულო ვაქცინაციას დაუჭირა მხარი, შემდეგი შესაძლოა გერმანია იყოს. საბერძნეთში კი 60 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც არ აიცრებიან, ჯარიმა დაეკისრებათ. პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ მისი დამარცხების ერთადერთი  გამოსავალი სავალდებულო ვაქცინაციაა,  თუმცა თითოეულ ქვეყანაში ამ იდეას ჰყავს მოწინააღმდეგეები და პროტესტს გამოთქვამენ როგორც ქუჩებში, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend