მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებენ

ევროპის ქვეყნები ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აჩქარებენ

საფრანგეთის  ეროვნული სტადიონი ,,სტად დე ფრანსი“ ახლა ვაქცინააციის უდიდესი ცენტრია, რადგან კორონავირუსის დასამარცხებლად მოქალაქეების უმეტესობა აქ ჩერდება.

მსოფლიო თასის სტადიონის ცენტრში კვირაში 1 მილიონი ადამიანის აცრა არის შესაძლებელი.

ესპანეთიც აჩქარებს ვაქცინაციის კამპანიას, რათა აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში აცრილი ადამიანების რაოდენობამ 33 მილიონს მიაღწიოს.

,, ჯერ ჩვენ უნდა დავიცვათ თავი და ეს არის ის, რაც მინდა ვუთხრა საზოგადოებას. ჯერ ვერ დავისვენებთ და ვერ მივცემთ ჩვენს თავს უფრო მეტ თავისუფლებას, ამიტომ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო კორონავირუსის დასამარცხებლად”,-  განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.

გერმანიაში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პირველად ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ტარდება.

გერმანია და მთლიანიად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ვაქცინაციის ტემპის მხრივ, ჩამორჩნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს.

 

ამის მიზეზი ვაქცინების შესყიდვაა, რასაც გადაჭარბებული ბიუროკრატიული პროცედურა სჭირდება.

ამასობაში უნგრეთში, სადაც 10-მილიონიანი მოსახლეობის მეოთხედი უკვე აცრილია, დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა უქმდება.

მსოფლიო მასშტაბით უნგრეთში ერთ სულ მოსახლეზე ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა ახლა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის გადასარჩენად შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა აუცილებელია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend