მთავარიმსოფლიოევროპაევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

ევროპის ქვეყნები კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს

ევროპის ქვეყნები ხსნიან კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს, ამის მიზეზი ვაქცინაციის პროგრამების გაფართოებაა. ომიკრონ ვარიანტის სწრაფად გავრცელებასთან დაკავშირებით კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები არა მხოლოდ ვაქცინებით, არამედ ყველა შესაძლებლობით, რომლებიც პანდემიის დასრულებას შეუწყობს ხელს. ნაადრევია დანებება ან გამარჯვების გამოცხადება. ეს ვირუსი საშიშია და ის აგრძელებს განვითარებას ჩვენ თვალწინ“, – განაცხადა ჯანმოს დირექტორმა ტედროს  გებრეიესუსმა.

მიუხედავად ამისა, დანია გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გააუქმა პანდემიის გამო დაწესებული  შეზღუდვები, რადგან ის აღარ განიხილავს Covid-19-ს, როგორც  მძიმე დაავადებას”.

მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი სწრაფად ვრცელდება,  შეზღუდვების შემსუბუქების მთავარი მიზეზი ის არის, რომ  ჯანდაცვის სისტემა არ არის გადატვირთული  და ქვეყანას აქვს ტესტირებისა და ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი.

კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს ნორვეგიაც. რესტორნებში კვლავ გაიყიდება ალკოჰოლი და არც სახლიდან მუშაობა იქნება სავალდებულო.

საფრანგეთში კი საკონცერტო დარბაზებში, სპორტულ მატჩებსა და სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად მაყურებლის რაოდენობა აღარ იქნება შეზღუდული.

Covid-19-ის შეზღუდვები  ნელ-ნელა იხსნება. ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ვაქცინაციის საშვის შემოღება.   ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა  საზოგადოებრივ ადგილებში აუცილებელი მოთხოვნაა.

ღია სივრცეში ნიღბების ტარება აღარ არის საჭირო, თუმცა მისი გამოყენება  საზოგადოებრივ ტრანსპორტში კვლავ სავალდებულოა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend