აგვისტოში ევროპის ქვეყნებში გავრცელებული კორონავირუსის შემთხვევათა 90% შესაძლოა ვირუსის ,,დელტა” შტამი იყოს. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა ანდრეა ამონმა გაავრცელა.
,,სავარაუდოდ, დელტას ვარიანტი კიდევ უფრო გავრცელდება ზაფხულში, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებში, რომლებიც არ იქნებიან აცრილი“, – განაცხადა დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის დირექტორმა ანდრეა ამონმა.
პარალელურად, ვაქცინაციის კამპანიას აძლიერებს პორტუგალია, განსაკუთრებით დედაქალაქში.
პორტუგალიის ხელისუფლებამ ლისაბონის უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე ვაქციინაციის ცენტრი გახსნა, სადაც სამხედროები იცრებიან.
პორტუგალიაში, რომლის ეკონომიკაც ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული, იმედგაცრუებული არიან, რადგან ქვეყანა ტურისტების მიღებას ჯერ კიდევ ვერ შეძლებს.
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კი არ გამორიცხავს, ევროპაში იმ ქვეყნების მოქალაქეების შესვლა შეზღუდონ, სადაც ვირუსის ,,დელტა” შტამი ყველაზე მეტადაა გავრცელებული.