აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ახალი რეკორდი დამყარა. “მემფის გრიზლისმა” “ოკლაჰომა სიტი თანდერი” 152:79 დაამარცხა. “მემფისიდან” საუკეთესო ჯარენ ჯექსონ ჯუნიორი იყო, რომელმაც 27 ქულა მოიპოვა. 12 გამარჯვებითა და 10 მარცხით მემფისი დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა, “ოკლაჰომა” კი ამავე კონფერენციაში 6 მოგებითა და 16 მარცხით მეცამეტე პოზიციას იკავებს.
73-ქულიანი გამარჯვებით “მემფისმა” “კლივლენდ კავალიერსის” რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1991 წელს “მაიამი ჰიტი” 68-ქულიანი სხვაობით, 148:80 დაამარცხა.