მთავარიმსოფლიოსერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კიევსა და თბილისში პრო - დასავლელი პოლიტიკოსები ცეცხლს...

სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ კიევსა და თბილისში პრო – დასავლელი პოლიტიკოსები ცეცხლს ეთამაშებიან

რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული მწვავე განცხადების შემდეგ ამჯერად სერგეი ლავროვის ღიად აფრთხილებს ნატოს, შეაჩეროს აღმოსავლეთით გაფართოების პოლიტიკა.

როგორც მან დღეს, 2 დეკემბერს  სტოკჰოლმში მიმდინარე მინისტერიალზე განაცხადა,   უკრაინელი და ქართველი პრო-დასავლელი პოლიტიკოსები ცეცხლს ეთამაშებიან. მისივე თქმით, ნატოს მიერ  უკრაინისა და საქართველოს რუსეთზე თავდასხმისათვის პლაცდარმად გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია, კიევის მიერ მინსკის შეთანხმების ძირითადი დებულებების დარღვევა კი მისივე თქმით,  კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება. რუსეთის   პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ    დასავლეთისგან სამართლებრივი გარანტიები მოითხოვა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს.

სერგეი ლავროვი

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი:

“უკრაინის შიდა კრიზისი ვერ მოგვარდება მანამ სანამ კიევის რეჟიმი მის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ეს კი დონეცკთან და ლუჰანსკთან პირდაპირი დიალოგის დაწყებას გულისხმობს, ასევე მათთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას, რაც კონსტიტუციით იქნება გარანტირებული. მინკის შეთანხმების ძირითადი დებულებების აღრევა კატასტროფულ შედეგამდე მიგვიყვანს.

პრო – დასავლელი პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრაინაში ცეცხლს ეთამაშებიან. მე დარწმუნებული ვარ რომ ისინი ამას ვერ აცნობიერებენ. მინდა სრულიად ნათლად ვთქვა, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის პლაცდარმად ქცევა და ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში ნატოს ჯარების განთავსება კატეგორიულად მიუღებელია”,

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend