მთავარიევროპარუსეთისერგეი ლავროვი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

სერგეი ლავროვი ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში გადაიყვანეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, მარია ზახაროვას თქმით, ლავროვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მკურნალობდა თუ არა მინისტრი ადგილობრივ ჰოსპიტალში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბალიზე, დიდი ოცეულის სამიტზე ჩავიდა. ლავროვი ადგილობრივი ოფიციალური პირების ცნობით, ჰოსპიტალიზებულია. როგორც “ესოშიეითიდ პრესი” წერს, სერგეი ლავროვს ჯანმრთელობის პრობლემები ბალიზე ჩაფრენის შემდეგ შეექმნა.

ინფორმაცია “ესოშიეითიდ პრესს” დაუდასტურა სამმა ოფიციალურმა პირმა და სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელმა. მათ ვინაობის გასაჯაროვებისგან თავი შეიკავეს.

განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამაც. მან  თქვა, რომ ლავროვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, მკურნალობდა თუ არა მინისტრი ადგილობრივ ჰოსპიტალში.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend