მთავარიევროპარუსეთიკრემლის მიზნები „შეიცვალა“, ამბობს სერგეი ლავროვი

კრემლის მიზნები „შეიცვალა“, ამბობს სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მათი ყურადღება, სამხედრო თვალსაზრისით, მხოლოდ უკრაინის აღმოსავლეთისკენ არ არის მიმართული. რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მოსკოვის სტრატეგია მას შემდეგ შეიცვალა, რაც დასავლეთმა უკრაინას შორი მანძილის შეიარაღება გადასცა.

სერგეი ლავროვი ამბობს, რომ გეოგრაფიული არეალი შეიცვალა და ის აღარ მოიცავს მხოლოდ ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს, არამედ ზაპოროჟიის, ხერსონისა რეგიონებსა და კიდევ გარკვეულ ტერიტორიებს. მისი თქმით, ეს პროცესი ლოგიკურად გრძელდება. რუსეთი არ მისცემს არც ზელენსკის და არც სხვას,  რომ ამ შეიარაღებით საფრთხე შეუქმნათ მათ ტერიტორიას.

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა შეერთებული შტატების კონგრესის წევრებს საჰაერო თავდაცვისა და სხვა შეიარაღების გადაცემას სთხოვს,  რათა უკრაინელებმა თავი დაიცვან და გაუმკლავდნენ რუს სამხედროებს, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შემოიჭრებიან. მისი თქმით, ეს  შეიარაღება უკრაინას სხვის მიწაზე ომის საწარმოებლად არ სჭირდება, მათ სურთ, დაიცვან თავიანთი ტერიტორიები და უფლება, რომ გაიღვიძონ საკუთარ სახლებში.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს და სერიოზულად დააზიანეს ხიდი, რომელიც უკრაინის სამხრეთში მნიშვნელოვანი ადგილი იყო რუსი სამხედროების მოსამარაგებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend