მთავარიევროპარუსეთირუსეთი „მზადაა“ ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს - სერგეი ლავროვი

რუსეთი „მზადაა“ ევროკავშირთან ურთიერთობა გაწყვიტოს – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ მისი ქვეყანას ევროკავშირთან მშვიდობიანი ურთიერთობა სურს,  „ომისთვის უნდა მოემზადოს“, რადგან ევრობლოკი რუსეთზე სანქციების დაწესებას აპირებს.

ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის რუსეთის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია, მაგრამ მისი ქვეყანა მზად უნდა იყოს იმ შემთხვევისთვის, „თუ სანქციებს დაუწესებენ ისეთ სფეროებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას საფრთხეს შეუქმნის.“

ლავროვმს 12 თებერვალს  ვლადიმერ სოლოვიოვის YouTube არხზე გასულ ინტერვიუში დაუსვეს კითხვა, ხომ არ აპირებს რუსეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტას.

გასულ კვირაში საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის  მოსკოვში ვიზიტის შემდეგ,  ევროკაშირისა და რუსეთის მაღალჩინოსნები ერთმანეთის მიმართ მკაცრ განცხადებებს აკეთებდნენ.

ვიზიტის დროს ბორელიმ დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა. მოგვიანებით ბორელიმ ევროპალრამნეტში განაცხადა, რომ ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია უნდა დაიკავოს. ამის მიზეზად ბორეიმ უკრაინაშუ, ბელარუსსა და სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

„წევრმა სახელმწიფოებმა უნდ აგადაწყვიტონ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი, და დიახ, ეს შეიძლება იყოს სანქციები. მე გამოვუყენებ ინციატივის უფლებას, რომელიც უმაღლეს წარმოამდგენელს აქვს და  კონკრეტულ შეთავაზებებით მოგმართავთ,“ – ასე მიმართა ჟოზეპ ბორელიმ ევროპარლამენტარებს 9 თებერვალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend