მთავარიევროპათურქეთისერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩავიდა

გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი თურქეთში ჩავიდა. თურქეთის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა შავ ზღვაში უკრაინული პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმების განახანგრძლივებაა.

ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, რომელსაც ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა აქვს, მხარეებს სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდებს. თურქეთი მარცვლეულთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, მისი 120 დღით გახანგრძლივებას მოითხოვს.

ამასობაში კი აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება.  რუსულმა მხარემ შეერთებული შტატების ელჩს განუცხადა, რომ აზრი არ აქვს მოსკოვზე ზეწოლას ამერიკელი ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის საქმესთან დაკაშირებით. როგორც ცნობილია, ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, როდესაც მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა შეერთებული შტატების ახლად დანიშნული ელჩი ლინ ტრეისი მიიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend