რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებს შეხვდა. ლავროვმა ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევს მადლობა გადაუხადა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში დახმარებისთვის და დაჰპირდა, რომ რუსეთი გააგრძელებს მათი ხელისუფლების საერთაშორისო მხარდაჭერას. თავად სოხუმისა და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების ლიდერებმა კრემლს საომარ მოქმედებებში თანადგომა აღუთქვეს.
„გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ბოლომდე თქვენ გვერდით ვდგავართ”, – განუცხადა ასლან ბჟანიამ ლავროვს.
ალან გაგლოევმა კი რუსეთი „დიდ საერთო სამშობლოდ” მოიხსენია და თქვა, რომ ცხინვალი მზადაა სამომავლო თანამშრომლობისთვის მის „სტრატეგიულ პარტნიორთან”.