მთავარიმსოფლიოNATOუკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ნატო და მისი მოკავშირეები სანქციებით იმუქრებიან

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში ნატო და მისი მოკავშირეები სანქციებით იმუქრებიან

რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე ბოლო ინფორმაციით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

თუმცა გაკეთდა მკაფიო და ხმამაღალი განცხადებები. ნატო რუსეთს მოუწოდებს, განმუხტოს ვითარება უკრაინის საზღვრებთან, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში კი მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით იმუქრება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი მზად არის, უკრაინაში შეიჭრას. მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს,  ნატო და მისი მოკავშირეები  რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ჯერ არ იციან, რა გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით. თუმცა  აქვთ ინფორმაცია, რომ რუსეთს შესაბამისი ძალები უკვე ჰყავს მობილიზებული. ენტონი ბლინკენი ამბობს,  რომ ისინი მზად უნდა იყვნენ ნებისმიერი ვითარებისთვის, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს.

კრემლში გამართული ცერემონიის დროს რუსეთის პრეზიდენტს უცხოელმა ელჩებმა რწმუნების სიგელი გადასცეს. ღონისძიებაზე პუტინმა ხაზგასზმით აღნიშნა, რომ რუსეთი ეცდება დასავლეთისგან  უსაფრთხოების მდგრადი და გრძელვადიანი გარანტიები მიიღოს, განსაკუთრებით ნატოს  გაფართოებისა და რუსეთის საზღვრებთან მათი შეიარაღებული ძალების განლაგებასთან დაკავშირებით.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იხსენებს სიტყვიერ დაპირებებს, რომ ნატო არ გაფართოვდება, თუმცა, მისი თქმით, ყველაფერი პირიქით ხდება. პრეზიდენტის აზრით,  რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმეები იგნორირებულია.

რიგაში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ,  თუმცა იყო მკაფიო და ხმამაღალი გზავნილები. რუსეთმა უნდა მოაგვაროს პრობლემები უკრაინის საზღვრებთან. მინისტრები თანხმდებიან, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია რუსეთს ძვირად დაუჯდება.  უკრაინა ნატოს წევრი არ არის. სწორედ ამიტომ, როდესაც მაღალ საფასურზე საუბრობენ, გულისხმობენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს. ნატოს არ შეუძლია რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ეს ყველა წევრმა ქვეყანამ ცალ-ცალკე უნდა გააკეთოს. ამაში კი ნატო მათ აუცილებლად დაუჭერს მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend