რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვაპირებთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ჩვენ არ ვგეგმავთ ამას! – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას რუსეთი თავს არ დასხმია.
„რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ვაპირებთ თუ არა სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, ჩვენ არ ვგეგმავთ ამას, უკრაინას რუსეთი არ დასხმია თავს. არაერთხელ ავხსენით და განვმარტეთ, რომ შეიქმნა სიტუაცია, რომელიც რუსეთის ფედერაციას უშუალოდ უქმნიდა საფრთხეს. ჩვენ არაერთი წელი შევაგონებდით, ვთხოვდით, პრეზიდენტ პუტინს არაერთხელ გამოუთქვამს თავისი აზრი. რაც შეეხება ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მომხდარ მოვლენებს, თავდასხმა ამ რესპუბლიკებზე ძალზე გულდასმით მზადდებოდა. გეტყვით იმას, რომ ვინც უკრაინას იარაღს ატენის და ასხამს ამ იარაღს, ფაქტობრივად, იგი ბიძგს აძლევს უკრაინაში დაქირავებული ჯარისკაცების გამოშვებას, როდესაც იქმნება მთელი რიგი ბატალიონებისა, რომლებიც უკრაინის ყოველდღიურობაში შემოდიან“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.