კატეგორიები

Amnesty International – მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა 

Amnesty International – მთავრობამ პატივი უნდა სცეს და არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია.

როგორც „ტვიტერზე“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა.

“მიუღებელია თავდასხმები საქართველოს სახალხო დამცველის წინააღმდეგ, რომელიც ასრულებს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეს. მთავრობამ პატივი უნდა სცეს, არ შეაფერხოს უფლებადამცველი ინსტიტუტების მუშაობა და განახორციელოს მათი რეკომენდაციები, რათა პრიორიტეტული იყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა”, – წერია განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები