მთავარისპორტინოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და რეკორდი დაამყარა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და რეკორდი დაამყარა

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ფინალურ მატჩში რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ დანიილ მედვედევს დაუპირისპირდა და სამ სეტში: 4:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.

2021 წლის სეზონში მსოფლიოს ორი უძლიერესი ჩოგბურთელი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდა. ავსტრალიის ღია პირველობა ჯოკოვიჩმა მოიგო, ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა კი მედვედევმა.

პარიზში მოგებული მასტერსი ჯოკოვიჩისთვის 37-ეა, მან ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გაუსწრო, რომელმაც მასტერსის მოგება 36-ჯერ შეძლო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend