კატეგორიები

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედელს ააშენებს

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე კედელს ააშენებს

პოლონელმა კანონმდებლებმა მიგრანტების მზარდი ნაკადის შესაჩერებლად ბელარუსის საზღვარზე 402 მილიონი დოლარის ღირებულების კედლის მშენებლობის საკითხს მხარი დაუჭირეს. მემარჯვენე მთავრობის მიერ შემოთავაზებულ გეგმას ახლა  მხოლოდ პრეზიდენტის ანჯეი დუდას თანხმობა სჭირდება.  სენსორებით აღჭურვილი კედლის მშენებლობა ამ თანხმობის შემდეგ დაიწყება.

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე მავთულხლართები აღმართა, ადგილზე ათასობით მესაზღვრე, სამხედრო და პოლიციელი გააგზავნა. თუმცა ეს ღონისძიებები მიგრანტთა ნაკადის შესაჩერებლად არასაკმარისი აღმოჩნდა. მესაზღვრეები მიგრანტებს უკან აბრუნებენ, მათ შორის ოჯახებს ბავშვებით, რაც, ახალი კანონის თანახმად, ლეგალურია.

პოლონეთი და ევროკავშირის სხვა ქვეყნები ბელარუსსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მიგრანტების ევროკავშირში გადასვლის წახალისებაში ადანაშაულებენ. ისინი აცხადებენ, რომ მინსკი დასავლეთის სანქციების საპასუხოდ, მიგრანტების მეშვეობით, ევროკავშირის დესტაბილიზაციას ცდილობს.

Related news
ოტავის კონვენციის დატოვების შემდეგ, პოლონეთს სახმელეთო ნაღმების გამოყენება შეეძლება უკრაინაზე რუსეთის იერიშების გამო პოლონეთმა 2 აეროპორტი დროებით დახურა
სხვა ამბები