ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ქართველმა ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა მეორე ოფიციალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სადებიუტო ქულები მოიპოვა.
22 წლის კალათბურთელმა 27 წუთში 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა, თუმცა მისი გუნდი, ენბიეის მოქმედი ჩემპიონი, “მილოუკი ბაქსი” “მაიამი ჰიტთან” 95:137 დამარცხდა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე “მაიამის” უკანახაზელი, ტაილერ ჰიროუა, რომელმაც 27 ქულა მოაგროვა.
პირველი შეხვედრა “მილოუკიმ” “ბრუკლინ ნეთსთან” მოიგო, მომდევნო მატჩს კი 24 ოქტომბერს, “სან ანტონიო სპურსის” წინააღმდეგ გამართავს.