მთავარიბრიუსელის ბიურობრიუსელში ევროკავშირის სამიტი დასრულდა

ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი დასრულდა

ევროკავშირის სამიტი დასრულდა, თუმცა 2 მნიშვნელოვანი საკითხი კვლავ გადაუჭრელი დარჩა. პოლონეთში კანონის უზენაესობის საკითხი ჯერ კიდევ იწვევს შეშფოთებას. ამ მომენტისთვის კომისია ვარშავის წინააღმდეგ არ მიიღებს ზომებს. მათ იმედი აქვთ,  რომ პოლონეთი შესაბამისად იმოქმედებს და ევროპის კანონებს ადგილობრივ გადაწყვეტილებებზე მაღლა დააყენებს.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრო პოლონელ კოლეგებს მოუწოდებს, არ დაელოდონ ევროკომისიას, რადგან თავადაც შეუძლიათ მოქმედება. მისი აზრით, ევროკომისიამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგორესურსებზე ფასების ზრდა მეორე საკითხია, რომელზეც ლიდერები ვერ შეთანხმდნენ. გადასახადების შემცირება, სახელმწიფო დახმარება და სხვა ღონისძიებები ერთადაერთი საერთო საფუძვლებია. საწვავის ერთობლივად შეძენის საკითხი კი, რომელიც ესპანეთმა წამოსწია წინ, ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend